+995 555 999 177
EPA სერტიფიცირებული

კომპანიის შესახებ

პირველი ქართული თანამედროვე წარმოება

კომპანია „პოლიმერ ჯგუფი“ წარმოადგენს ქართულ საწარმოს, რომელიც აწარმოებს თავისუფალი გადინების მილებს, სასმელი წყლისა და სახანძრო ავზებს (მიწისქვეშა და მიწისზედა ტიპები), წნევის გამაძლიერებელ და კანალიზაციის სატუმბ სადგურებს, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და წვიმის წყლის ჩამდინარე წყლების გამწმენდ საშუალებებს და ასევე გთავაზობთ კომერციული ობიექტებისა და კერძო სახლებისთვის ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობებს.

საწარმო და შესაძლებლობები

საწარმოო ფართობი განლაგებულია 4500 კვ.მ-ზე და დასაქმებულია 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეუძლია აწარმოოს როგორც სერიული ტიპის, ასევე სხვადასხვა ტექნიკური სირთულის, ინდივიდუალურ პროექტებზე მორგებული დანადგარები.

კომპანიის მიზანია მათი წარმოებული პროდუქციით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკოლოგიასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

საწარმოო ფართობი

4500 მ²

თანამშრომლები

30+

ქარხნის გარემო

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პოლიეთილენის პროდუქციის წარმოებას – ბიოლოგიური გამწმენდი სადგურებიდან წყლის რეზერვუარებამდე და სატუმბ სადგურებამდე.

ფოტოგალერეა ასახავს წარმოების პროცესს, ტექნოლოგიურ აღჭურვილობას და მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ყოველდღიურ ოპერაციებში.

Biotop ქარხანა 1
Biotop ქარხანა 2
Biotop ქარხანა 3
Biotop ქარხანა 4
Biotop ქარხანა 5

ხარისხი და ინოვაცია

თანამედროვე ტექნოლოგიები, სერტიფიცირებული ლაბორატორია და ავტომატიზებული წარმოების პროცესები გვაძლევს საშუალებას მუდმივად ვუზრუნველყოთ პროდუქციის მაღალი ხარისხი და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა.

🔬

საკუთარი ლაბორატორია

საწარმოს აქვს თანამედროვე, სერტიფიცირებული ლაბორატორია, სადაც ხორციელდება ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი.

⚙️

ხარისხის კონტროლი

წარმოების ყველა ეტაპი გაივლის მრავალსაფეხურიან კონტროლს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის საიმედოობას და სტაბილურობას ექსპლუატაციის განმავლობაში.

🌱

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი წარმოებით და მაღალი ხარისხის ბიოლოგიური გამწმენდი სისტემებით შევუწყოთ ხელი ქვეყნის ეკოლოგიის გაუმჯობესებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის

გაიგეთ მეტი ჩვენი წარმოებისა და ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების შესახებ. ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ თქვენთვის ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევაში.